Saturday, June 10, 2017

რეფლექსიები

დღე პირველი

დღეს ინტელის პროექტებზე მუშაობის პირველი დღეა. მოვისმინეთ, როგორი მნიშვნელოვანია თანამედროვე მასწავლებლის მიერ ინტერნეტსივრცის გამოყენებით პროექტების შექმნა. ტრენერმა ახალი საქაღალდის შექმნა გვასწავლა. ბლოგი შევქმენით, სადაც განვათავსებთ ჩვენს ნამუშევრებს.
         იმედი მაქვს, ყველაფერს კარგად ვისწავლი და ეს ტრენინგი დამეხმარება გაკვეთილების უკეთ დაგეგმვაში.

დღე მეორე

ტრენერს წარვუდგინეთ საშინაო დავალება-მონახაზი:პროექტის გეგმა,მიზანი,აქტივობები,განხორციელების გზები და სხვა. მივიღე შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ. ვისწავლე, როგორ შევქმნა ბროშურა, სლაიდების ჩასმა და სხვა. მეცადინეობა საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.

დღე  3

ვისწავლე ბროშურის მონახაზის გაკეთება. საკვაძო კითხვების სწორად ჩამოყალიბება.


დღე 4

მივიღე კონსულტაციები ბროშურისა და სასწავლო გეგმის სწორად შევსებისათვის. მივიღე ახალი დავალება პროექტის შეფასების შესახებ. გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს.ვისწავლე საქაღალდეში როგორ მოვათავსო მასალები და როგორ გავუზიარო ტრენერს.


დღე 6

დღევანდელი დღე საინტერესო აღმოჩნდა.ტრენერმა  აგვიხსნა როგორი შეფასების კრიტერიუმები არსებობს და რა წესები არსებობს მის შესადგენად. გადავწყვიტე ესე და მისი შეფასების კრიტერიუმი გავაკეთო.

დღე 7

დღეს განვიხილეთ მასწავლებლების შესრულებული დავალებები.  ჩემ მიერ ტრენერთან
გაგზავნილი ესეს შეფასების კრიტერიუმი შესწორებული მივიღე. შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ. გვესაუბრა პროექტის გეგმის შევსების ფორმებზე.



დღე 8

ტრენერმა  გვასწავლა ჩვენი პორტფოლიოს შექმნა. დავალებები მოგვათავსებინა შესაბამის საქაღალდეებში.თავი მოვუყარეთ ნამუშევრებს და ბლოგზე განვათავსეთ.აგვიხსნა, როგორ ავტვირთოთ სხვა დროს შექმნილი მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი  პრეზენტაციები თუ ჩატარებული გაკვეთილები...


დღე 9
დღევანდელი  დღე შემაჯამებელი და ამავე დროს საპრეზენტაციო აღმოჩნდა. თითოეული მასწავლებელი თავისი პროექტის პრეზენტაციას აკეთებდა. ვაფასებდით და რჩევას ვაძლევდით. საბოლოო დასკვნას, რჩევას და შენიშვნას კი ტრენერი აკეთებდა. მადლობა ტრენერს საინტერესო გაკვეთილებისთვის, ბევრი რამ გვასწავლა ,როგორ ვიმუშავოთ პროექტებზე ინტერნეტ-სივრცეში--ინტელით პროექტების სწავლება.














No comments:

Post a Comment

რეფლექსიები

დღე პირველი დღეს ინტელის პროექტებზე მუშაობის პირველი დღეა. მოვისმინეთ, როგორი მნიშვნელოვანია თანამედროვე მასწავლებლის მიერ ინტერნეტსივრცის...